ოლეგ კიპერი - რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა, რის შედეგადაც, სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა

რუსულმა ძალებმა ოდესის პორტს დაარტყეს, რის შედეგადაც, სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ საღამოს, რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა. ბალისტიკურმა რაკეტამ ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გემი MJ PINA დააზიანა . სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა - სირიის მოქალაქეები“, - წერს ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.

კიპერის ცნობით, დარტყმის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი, ერთი უკრაინელი და ერთი სირიელი, დაშავდა.

„დარტყმის დროს გემი ალჟირში ექსპორტისთვის ხორბლით იტვირთებოდა. სამოქალაქო გემია“, - აღნიშნავს კიპერი.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა