ლევან მაჭავარიანი - ჩვენი ოპოზიცია ფუთავს ამ საქმეს როგორც „პიჯაკების საქმეს“, მე არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს - ეს იყო ლოგიკური განაჩენი და სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე

მე არ მგონია, პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს - რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ არ გამორიცხავს, „დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რაზეც პარლამენტი მუშაობს, სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს“.

„ჩვენი ოპოზიცია ფუთავს ამ საქმეს როგორც „პიჯაკების საქმე“. მე არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა ის ბიუჯეტის თანხებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.

ოპოზიციისთვის ბატონი სააკაშვილი არის ე.წ. ბელადი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველანაირად დაიცვან. სტრასბურგის სასამართლომ ბატონი სააკაშვილის ყველა საქმეზე დაადასტურა ის განაჩენი, რაც ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას გამოტანილი. შეუძლიათ ეს საქმეც გაასაჩივრონ, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი დადგება," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო