ბოსნია და ჰერცეგოვინას პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის დაკავების ორდერი გასცა

ბოსნია და ჰერცეგოვინას პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას პროკურატურამ პოლიციას მილორად დოდიკის გარდა, სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რადოვან ვისკოვიჩისა და სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის, ნენანდ სტევანდიჩის დაკავება უბრძანა.

პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ლიდერისა და მისი თანაშემწეების დაკავების ორდერი „კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის“ საქმეზე სასამართლოში გამოძახების უგულებელყოფის გამო გამოსცა.

ცნობისთვის, გასულ კვირას სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა კანონები მიიღო, რომელიც სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბოსნია და ჰერცეგოვინას სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობას კრძალავს. მილორად დოდიკის მიერ ხელმოწერილი კანონების მოქმედება ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეაჩერა. მანამდე, ბოსნია და ჰერცეგოვინას სახელმწიფო სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს საერთაშორისო სამშვიდობო წარმომადგენლის ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება