ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სამარცხვინო რამ „ქოცების სასამართლოს და პროკურატურას არ უქნია“.

„იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია - 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს, „ქოცების“ სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი, 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა