აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი - სრულფასოვანი თავდაცვის უფლება არ მეძლევა - სასამართლოში და სასამართლოდან ყოველი ეტაპირების დროს, ჩემი სრულიად გაშიშვლება ხდება

სრულფასოვანი თავდაცვის უფლება არ მეძლევა - ყოველი პროცესის დროს მართმევენ კალამსა და ფურცელს, - ამის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, აღნიშნა, რომ „სასამართლოში და სასამართლოდან ყოველი ეტაპირების დროს, მისი სრულიად გაშიშვლება ხდება“.

„მე სრულფასოვანი თავდაცვის უფლება არ მეძლევა, ვინაიდან საწერ კალამსა და ფურცელს მართმევენ. ხომ შემიძლია, სხდომათა დარბაზში მოვიტანო, მაგრამ ყოველი პროცესის დროს მართმევენ კალამსა და ფურცელს.

სასამართლოში და სასამართლოდან ყოველი ეტაპირების დროს, ჩემი სრულიად გაშიშვლება ხდება“,- აღნიშნა მუსელიანცმა.

ინფორმაციისთვის, არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა