ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვაზე - ასეთი სამარცხვინო ამბავი, რასაც ახლა ვაკვირდებით, აღარასდროს უნდა განმეორდეს - ასეთი მართლმსაჯულების პირობებში ქვეყანას მომავალი არ ექნება

ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმძღვანელოებში შესატანი თემა. ასეთი სამარცხვინო ამბავი, რასაც ახლა ვაკვირდებით, მე ვფიქრობ, რომ აღარასდროს უნდა განმეორდეს, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომას.

ბადრი ჯაფარიძე სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა. მისი შეფასებით, ასეთი მართლმსაჯულების პირობებში ქვეყანას მომავალი არ ექნება.

„საუბარი იყო იმაზე, რომ პროკურორები ვითომდა რაღაც მტკიცებულებად იყენებენ რაღაც ვიდეოს, რომელიც საჯარო სივრცეში მოიპოვეს. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ტროლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო. იგივე პროკურორები მზია ამაღლობელის შემთხვევაში საჯაროდ მოპოვებულ მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობენ. წარმოუდგენელია კანონის უზენაესობის ასე ფეხქვეშ გათელვა, ეს არის დაუშვებელი. ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება ასეთი მართლმსაჯულების პირობებში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ