Reuters - პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს

პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს, - ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა.

რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს.

„პუტინისთვის რთულია ეს მისი ამჟამინდელი ფორმით მიიღოს. პუტინი ძლიერ პოზიციაშია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, რუსი ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერმა შეთანხმებამ ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლა უნდა გაითვალისწინოს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა