დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ

უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

„ახლა ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ შეთანხმება გატაცებული ბავშვების დაბრუნებას უნდა მოიცავდეს.

„ეს გატაცების საშინელი შემთხვევაა და როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ხანგრძლივი, სამართლიანი მშვიდობის შესახებ, ეს, რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოგვარებას უნდა მოიცავდეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება