ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას გააკეთებს აშშ თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ზელენსკიმ უპასუხა:

“ძლიერი ნაბიჯები რუსულ მხარესთან მიმართებაში. როგორც მესმის, შეგვიძლია ძლიერ ნაბიჯებზე გათვლა გვქონდეს. არ ვიცი, დეტალები, ჯერ არ ვიცი, მაგრამ სასანქციო ქმედებებზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, უკრაინის გაძლიერებაზე”.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არავის არ გააჩნია ილუზიები იმაზე, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებებს დაიცავს, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა ამერიკული მხარის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მიეღო, რათა უკუეგდო განცხადებები, თითქოს უკრაინას ომის დასრულება არ სურს.

“არაერთხელ ხაზი გამისვამს: ჩვენგან არავის სჯერა რუსების - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. მაგრამ ნარატივებთან, თითქოს ომის დასრულება არ გვინდა, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს, არ ვითამაშებთ. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია - ომის დასრულება. მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას ხედავდეს, რომ ამერიკელები ამას ხედავდნენ და გრძნობდნენ. და რომ ევროპა კავშირში იყოს იმაზე, რომ ყველაფერია გასაკეთებელი, რათა რუსეთს ამ ომის დასრულება ვაიძულოთ…

ამიტომ ჩემი რეაქცია იყო - რომ მზად ვართ 30 დღით სიჩუმის ფორმისთვის. იმ ფორმატში, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი