საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის

„უსამართლო სასამართლო“ - ამ შეძახილებით დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი, რომელთაც ბრალი ძალადობის ორგანიზებაში ედებათ.

დღევანდელი პროცესი მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობით გაგრძელდა. სწორედ დღევანდელ პროცესზე უნდა გარკვეულიყო საქმე არსებით განხილვაზე გადავიდოდა, თუ საერთოდაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.

რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის, რასაც დარბაზში ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან შეძახილები მოჰყვა: „უსამართლო სასამართლო”. მათ ასევე, წარმოადგინეს ბანერები წარწერით “უსამართლო მოსამართლე, ჩვენი ძალის გეშინოდეს”.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება