აშშ-ის საპასუხოდ კანადა დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე. ამის შესახებ განცხადება კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა გაავრცელა.

“ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა დოლარი-დოლარისთვის მიდგომით, ხვალ, 2025 წლის 13 მარტს, 12:01 საათიდან დააწესებს საპასუხო ტარიფებს შეერთებული შტატებიდან დამატებით 29.8 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტზე.

ეს მოიცავს 12.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფოლადის პროდუქციას და 3 მილიარდი აშშ დოლარის ალუმინის პროდუქციას, ასევე, დამატებით 14.2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტირებულ ამერიკულ საქონელს, რაც ჯამში 29.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოდის. დამატებით საქონელს, რომელსაც საპასუხო ტარიფები შეეხება, მოიცავს კომპიუტერებს, სპორტულ აღჭურვილობასა და თუჯის პროდუქციას”, - განაცხადა ლებლანმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები კანადიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება