პარიზში ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

ხუთი უდიდესი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერები პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში).

შეხვედრის მთავარი თემები იქნება ევროპული თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

“ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებით, ხარჯების ზრდითა და ჩვენი კოლექტიური სიძლიერის გაძლიერებით ჩვენ ცხად მესიჯს ვაგზავნით: ჩვენ არ ვიყოყმანებთ უკრაინის გვერდში დგომაში და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა, ჯონ ჰილმა.

ცნობისთვის, 11 მარტს პარიზში შეხვედრა გაიმართა 36 ქვეყნის გენერალური შტატების უფროსებს შორის, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდნენ აშშ-ის წარმომადგენლები.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო