დონალდ ტრამპი - რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ყირიმი-ობამასგან, ყველაფრის მიღება სცადეს ბაიდენისგან, ვისგანაც არაფერი მიუღიათ, ტრამპია - ფინანსური კუთხით ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია რუსეთისთვის, რაც გამანადგურებელი იქნება

რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ.

“კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება.

გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ხო სწორია? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად - ობამა… სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? - ტრამპი.

რეალურად, მე ვარ ის, ვინც “ჩრდილოეთის ნაკადი - 2” შეაჩერა - გაზსადენი, ყველაზე დიდი გაზსადენი მსოფლიოში. მე გავაჩერე ის…

რაც რუსეთთან მიმართ გავაკეთე, ძალიან მკაცრი იყო, ყველაზე მკაცრი ვიყავი. ჩემგან არაფერი არ აუღიათ. აუღიათ ობამასგან, ბუშისგან და მძინარე ჯო ბაიდენისგან…

მაგრამ კი, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რაც სასიამოვნო არ იქნება [რუსეთისთვის] ფინანსური კუთხით. შემიძლია ფინანსურად რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან, მშვიდობის მიღწევა მსურს. მშვიდობის დანახვა მსურს.

ვნახავთ. ფინანსური კუთხით, კი, შეგვიძლია ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება რუსეთისთვის, რაც გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის”, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუ საერთოდ მოხდება მისი დათანხმება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე პუტინთან მას “ჯერ არსებითად არ უსაუბრია”, მაგრამ ამერიკულ მხარეს “გარკვეული დადებითი მესიჯები მიუღია, თუმცა დადებითი მესიჯი არაფერს ნიშნავს”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის