საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ლოზუნგით: "სოლიდარობა რეჟიმის მიერ ჩაგრულებს" მიმდინარეობს

"სოლიდარობა რეჟიმის მიერ ჩაგრულებს" - ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებისა" და პროფკავშირების წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

ისინი ითხოვენ, დაუბრუნდეს მაუწყებელი საზოგადოებას, რადგან, მათი თქმით, აქ საზოგადოების ხმა არ ისმის. ასევე, შეკრებილები ითხოვენ ადამიანური შრომის პირობებს და აპროტესტებენ საჯარო სამსახურებიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც.

ცოტა ხანში ადგილზე ელოდებიან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე აქციას შემოუერთდებიან.

არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული და სტუდენტები ადგილზე აპირებენ გააპროტესტონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება