აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ, ვიდრე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შალუტაშვილს არ შეხვდებიან ან ეთერს არ დაუთმობენ სტუდენტებს

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კვლავ რჩებიან. ისინი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის გამოსვლას ელოდებიან, რომელიც პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, შალუტაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელშიც სტუდენტები არ მონაწილეობდნენ, „ტყუილები ილაპარაკა“ და ახლა მასთან პირისპირ საუბარი სურთ.

ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა მაკა ვასაძესაც დაურეკეს, რომელიც შალუტაშვილთან ერთად იჯდა ეთერში. სტუდენტებმა ვასაძეს უთხრეს, რომ ყველა შესასვლელთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები და არ წავლენ, სანამ გიორგი შალუტაშვილი მათ არ გაესაუბრება ან ეთერს არ დაუთმობენ სტუდენტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის უკან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ პოლიციაც გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია შეათვალიერეს და ადგილი მალევე დატოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება