ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს, საუბარი იყო ომში ჩართვაზე - ორჯერ გამიმეორა: You are hitting a brick wall

კონკრეტული ძალისთვის, ანუ „გლობალური ომის პარტიისთვის“, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების გახსნასთან მიმართებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, „მუდმივი შანტაჟის“ ქვეშ იყოს ქვეყანა.

„შემიძლია, გავიხსენო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა დაახლოებით 1-2 კვირაში ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთ რაღაც მითხრა - არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მისი გზავნილებიაო, ეს ჩვენი საერთო გზავნილებიაო, ისიც იყო „დიფ სთეითის“, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით. ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები - ინგლისურად ასე იყო ნათქვამი, You are hitting a brick wall, რაც რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, „აგურის კედელს ეჯახებითო“, „ყრუ კედელს ეჯახებითო“. ასეთი იყო მისი გზავნილი, ორჯერ გაიმეორა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოიტანა. ეს იყო მათი დამოკიდებულება. მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი დიფ სთეითის სახელით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ხელისუფლებაში დაგვიბრუნებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ეს ადამიანები ქვეყანას ჩართავდნენ ომში და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. ამაზეც მქონდა მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო