სებასტიან ლეკორნუ - ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება

ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება, რომ უკრაინის უსაფრთხოების პირველი გარანტია, ცხადია, თავად უკრაინის არმიაა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის საქმეთა მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პარიზში ხუთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩნდება სიტყვა "დემილიტარიზაცია", მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტია იქნება ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინის არმიას", - დასძინა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, გენერალური შტაბის უფროსებმა დაიწყეს ვარიანტების შემუშავება, რათა წარუდგინონ პოლიტიკურ ლიდერებს მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ან თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისთვის.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით თხუთმეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი ამ პროცესის გაგრძელების მიმართ.

შეგახსენებთ, ხუთი ევროპული ქვეყნის - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის - თავდაცვის მინისტრებმა გუშინ პარიზში ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება