დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კალუგის ოლქის გუბერნატორზე, ვლადისლავ შაფშაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტექნიკურ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. საწარმოს ღამის ცვლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო“, - წერს კალუგის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვსი ოლქის ტერიტორიაზე 77 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 კალუგის ოლქში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება