ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრაზე და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრების მონაწილეობით, ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ბელარუსული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება