დავით ნარმანიამ, მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ახალქალაქში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ახალქალაქში შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს. შეხვედრას ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები გააცნო. მან სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე დეტალურად ისაუბრა, რომლის მიზანი მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა.

10-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო არიან.

კვირეულის მიზანია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება