ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ამაღლობელი დისტანციურად ესწრება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოძიება მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარდა, „სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება