Startup Grind-ი ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოფს გამართავს, რომლის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად, მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13 მარტს, ტერმინალში, ინტერაქციული ვორქშოფი ჩატარდება, სადაც ქართული სტარტაპის-Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი აუდიტორიას Quickshipper-ის ისტორიას გაუზიარებს.

ვორქშოფზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქართული სტარტაპის, Elvis-ის ტრანსფორმაცია Quickshipper-ად, ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებები თუ მთავარი გამოწვევები. მარიამი ასევე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ პოტენციალის მქონე იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის და როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება