რუსული მედია - სარატოვზე დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვიდან ავიარეისები გადაიდო

„გაგარინის“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, მოსკოვიდან სარატოვის მიმართულებით და პირიქით, ოთხი ავიარეისი გადაიდო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანამდე, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარატოვის „გაგარინის“ აეროპორტში, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მოგვიანებით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ცნობით, დღესვე, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადის აეროპორტშიც. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება