უკრაინის ომბუდსმენი - რუსებმა უკრაინელი ომის ტყვეები სიკვდილით დასაჯეს - გაერო-ს და „წითელ ჯვარს“ წერილები გავუგზავნე

რუსები აგრძელებენ უკრაინელი ომის ტყვეების მკვლელობას. სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული უიარაღო უკრაინელი სამხედროების სავარაუდო სიკვდილით დასჯა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

„გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მინიმუმ 5, სავარაუდოდ მოკლული, ომის ტყვე. კიდევ ერთხელ ვხედავთ რუსეთის არმიის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცინიკურ უგულებელყოფას“", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ წერილები გაუგზავნა, რათა ომის დანაშაულის დაფიქსირება უზრუნველყოფილიყო.

„მათ, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ახორციელებენ ასეთ სისასტიკეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება