„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი - ალბათ, მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქშია, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენებაზე საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.

ამასთან, როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში აღნიშნა, ახალი ცვლილებებით, მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ როგორც ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი, ასევე ჯანმრთელობის ცნობა.

„წლებია საუბარი მიმდინარეობს ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო გადაყვანის გაუმჯობესების მიმართულებით. საბედნიეროდ, უკვე მიღებული გვაქვს გარკვეული კანონმდებლობა და რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდეს. კერძოდ, ავტოსადგურების რეგულაციების წესებში შემოდის ახალი ცვლილებები. მაგალითად, 1-ელი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის სამედიცინო შემოწმების მიმართულება, ასევე მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის ცნობა. მნიშვნელოვანია, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოხდეს ამ რეგულირების და აღმოჩენის ხარვეზის მონიტორინგი. წინა კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა, მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელს შეემოწმებინა ადგილზე ავტოსადგური. თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობით, ეს სავალდებულო აღარ არის“,-განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მისი განმარტებით, ახალი კანონი ასევე, ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, ვეღარ განახორციელებს 150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსი გადაყვანას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსები, მაღალგაბარიტიანი. ეს ავტობუსი არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ხნის და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ალბათ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში არის, ეს არის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე“,-განაცხადა ირაკლი იზორიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ, რის გამოც აუცილებელია ასეთი მოწყობილობის დაყენება, რაც რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ამასთან, როგორც ირაკლი იზორიამ განმარტა, ევროკავშირის დირექტივებით, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაჩეროს მძღოლმა ავტომობილი და შეისვენოს, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ავტომობილის მართვა.

„გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა. აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო