პროკურორი კესარია აბრამიძის საქმეზე - სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს - დარწმუნებული ვართ, გადაწყვეტილება ობიექტური იქნება

ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ყველა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით. სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს, - ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.

მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდების მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რომელშიც ყველა ის მტკიცებულება მიმოვიხილეთ, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა. მათ შორის, ვისაუბრეთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზეც. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, მასში არსებული მიმოწერების, ვიდეო, აუდიოჩანაწერები, რა თქმა უნდა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით, როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე ამავე ნიშნების საფუძველზე სისტემატური ცემის ნაწილში. დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება არამხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, არამედ გამამტყუნებელი განაჩენი სამართლიანი უნდა იყოს და სასამართლოს წინაშე დავაფიქსირეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ბრალდებულს უნდა განუსაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო