დონალდ ტუსკი - 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია

30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საიდუმლოებით მოცულია. სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ იცის, მიიღებს თუ არა რუსეთი წინადადებას, თუ ისეთი პირობების წამოყენებას გააგრძელებს, რომლებიც სხვა პარტნიორებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებას შესაძლებელს გახდის.

„კარგია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეჭვგარეშეა არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის აგრესორი, არამედ ის, თუ ვის სურს ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა და ვის სურს ომის გაგრძელება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს