კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.

ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ, ღონისძიების მოდერატორი კი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, მარინე უგულავა გახლდათ.

„დოკუმენტი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და სხვადასხვა აკადემიური აქტივობის მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ სკოლებთან გაფორმდა: ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 211-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 212-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 218-ე საჯარო სკოლა; ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. გარდაბნის 1-ლი საჯარო სკოლა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის საჯარო სკოლა; ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა; ქ. ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა; ქ. ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა; შპს „ღონე ქვეყნისა“; ქ. სამტრედიის 1-ლი საჯარო სკოლა; შპს „ცოდნა“; ქ. ხონის მე-2 საჯარო სკოლა; სპს ხონის სკოლა-გიმნაზია; ააიპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი.

დღის მეორე ნახევარში დირექტორებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა განათლების სისტემაში“, რომელსაც CIU-ს კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, „ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია უძღვებოდა. ლექციამ ინტერაქციული ფორმატით ჩაიარა, სადაც სპიკერმა ძირითადი მოხსენების შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებთან, უნივერსიტეტში კი ხშირად იმართება სხვადასხვა სახის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი, ასევე, ხშირია გასვლითი აქტივობებიც.

მიმდინარე წლის 24 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა პროფესიული აკადემიების გამართვას გეგმავს. პროექტში, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, აბიტურიენტები უკეთ გაიცნობენ აქტუალურ პროფესიებსა და შეხვდებიან დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს/ექსპერტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება