კირ სტარმერი - პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია - უნდა იყოს ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით

უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება რუსეთის ამბიციების გამო. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.

“ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც არცთუ ისე შენიღბულია. [უნდა იყოს] ხანგრძლივი და დაცული მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით. უნდა იყოს მშვიდობა, რომელშიც შეთანხმება დაცულია, ვინაიდან, აქამდე გვქონდა შეთანხმება, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა, ვინაიდან, რუსეთი უბრალოდ არღვევდა მის პირობებს”, - განაცხადა სტარმერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობა იმაზე მიანიშნებს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებით არ იქნება დაცული, მაშინ რუსული მხარე მას დაარღვევს.

“თუ შეთანხმების დარღვევას არ აპირებთ, მაშინ დიდი პრობლემა არ უნდა გქონდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვიცით, რომ წარსულში ის [პუტინი] არღვევდა შეთანხმებებს”, - განაცხადა სტარმერმა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივაზე, რომელსაც უკრაინა დათანხმდა.

“ვფიქრობ, რომ სამშაბათს [11 მარტს] პროგრესი იქნა მიღწეული, და ყოველთვის ვგრძნობდი და ვიმედოვნებდი, რომ სამშაბათის შემდეგ ბურთი რუსეთის მოედანზე იქნებოდა გადაგდებული და მოხდებოდა ზეწოლა რუსეთზე. ახლა ეს მოხდა. ეს კარგია, ვინაიდან. რუსეთი აგრესორია. რუსეთი ქვეყანაა, რომელიც არ იცავდა წინა ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”, - განაცხადა სტარმერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა