დონალდ ტრამპი - ევროკავშირი ძალიან საძაგელია - ცუდად გვეპყრობიან, ჩინეთიც ცუდად გვეპყრობა, ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ს "ცუდად ექცევა". ექსპორტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ "მათთან თითქოს ცალმხრივი ქუჩაა".

"ევროპას თუ შეხედავთ, ევროკავშირს თუ შეხედავთ - იქ ჩვენი მანქანების გაყიდვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ეს აკრძალულია მათი პოლიტიკის გამო და მათი არაფინანსური ტარიფების გამო. შეფერხებებს გიქმნიან ისე, რომ ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.

თუ შეხედავთ, ანუ მანქანებს არ ვყიდით ევროპაში, ფაქტობრივად. მათგან მილიონობით მანქანას ვყიდულობთ. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვიღებთ მათგან. თითქოს ცალმხრივი ქუჩაა მათთან. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საძაგელია.

ჩვენს კომპანიებს სასამართლოში ედავებიან. Apple იძულებული იყო 16 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა… სასამართლოში ედავებიან Google-ს, სასამართლოში ედავებიან Facebook-ს, ყველა ამ კომპანიას და მილიარდობით აშშ დოლარს იღებენ ამერიკული კომპანიებისგან…

ცუდად გვეპყრობიან. ჩინეთიც, აშკარაა, ცუდად გვეპყრობა. თითქმის ყველა [ცუდად გვეპყრობა]. და ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ, სიმართლე რომ გითხრათ”, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს