ემანუელ მაკრონი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას მივესალმები

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს გზას გაუხსნის ხანგრძლივ მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში.

„მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ახლა დაბრკოლებები აღარ აქვს, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. „სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!