მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის რიტორიკა ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ჰგავს რუსეთის მკაფიო და ცალსახა უარს, თუმცა, უკრაინა ოფიციალურ განცხადებებს დაელოდება.

„პუტინის რიტორიკა „ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ“, მაგრამ „ნიუანსებით“ კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს: უკრაინამ უნდა დათმოს იარაღი/ჯარი, მობილიზაცია და აღჭურვილობის მარაგი და უბრალოდ ჩუმად უყუროს, თუ როგორ ვაგრძელებთ „მშვიდობიან“ სროლას ფრონტის მთელ ხაზზე. ამ დროისთვის, ეს ჰგავს რუსეთის მკაფიო და ცალსახა განცხადებას, 30-დღიანი ზავის უარყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ მაინც დაველოდებით ყველა დაინტერესებული მხარის ოფიციალურ კომენტარს“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს