ადვოკატი - შსს-ში წარდგენილმა ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა პირველი შედეგი აჩვენა - შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.

„დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს.

შესაბამისად, თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც კიდევ 2 თვით გადაიდება“, - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, თებერვლის თვეში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი სამართალდარღვევები შსს-ს განსჯადი გახდა. საქმე სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.

ამასთან, პოლიციის მიერ ჯარიმადაკისრებულ მოქალაქეს საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს, რაც ოქმის მოქმედებას აჩერებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს