ანტონიო კოსტა - სომხეთ-აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმების მიღწევა გადამწყვეტი ნაბიჯია ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ

გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.

„ახლა მოგიწოდებთ, წინ წახვიდეთ სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი ხელმოწერით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ“, - წერს ანტონიო კოსტა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება