ვიქტორ ორბანი - ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს.

ამასთან, ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უკრაინისგან ეკონომიკური თავსებადობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.

ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

„არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი ერთობლივ სესხებს მხარს არ უჭერს და პარლამენტმა ეს ხუთშაბათამდე უნდა განიხილოს,“ - აღნიშნა ორბანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი