ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება - მშვიდობა ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, ბეატე მაინლ-რაისინგერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვას უკრაინის და მთელი ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ავსტრიის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება.

მეინლ-რეისინგერის თქმით, უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ყველა ევროპელის უსაფრთხოებისთვის და ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.

„მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე იარაღის მოკლევადიანი დადუმება. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. მშვიდობა ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ავსტრიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი