ადვოკატი - გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას

გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„შიმშილობა აქვს გამოცხადებული, შესაბამისად, თავს სუსტად გრძნობს. მესამე დღეა, რაც შიმშილობს, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. დღეს ვაპირებ მის მონახულებას, დამატებითი ინფორმაცია შემდგომში მექნება“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება