რატი იონათამიშვილი - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ხელოვნურად, გარედან იყო თავსმოხვეული - მიზანი იყო, რომ ნარკოპრობლემის სიმწვავე საქართველოში მეტ ადამიანსა და ოჯახს შეხებოდა!

ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხელოვნურად გარედან იყო თავსმოხვეული და პრობლემა უფრო მეტ ოჯახს შეეხო - გარედან მოხვევის მიზანიც ეს იყო, რომ ნარკოპრობლემის სიმწვავე საქართველოში მეტ ადამიანსა და ოჯახს შეხებოდა! - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პრობლემას მკაცრი გზებით აღუდგეს წინ.

“დღეს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა მოწინავე ქვეყნებისთვისაც გამოწვევად იქცა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამო ორგანიზების მიგნება და მის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო რთული ხდება. ბრძოლა გართულებულია ახალი ნარკოტიკების გაჩენიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება