გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - წოდორეთში, ზემო ლისზე, მუხათწყაროში, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გაზიფიცირება სოფელ გლდანში - მებაღიშვილის, მიქატაძის, ხერგიანის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ;

17 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ნავაზა, ახალდაბა, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება