ანდრეი სიბიგა - უკრაინამ შესაძლო ზავის მონიტორინგისთვის სადამკვირვებლო ჯგუფის შექმნა დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონტროლს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაწესდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეატე მაინლ-რაისინგერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდადან დაბრუნებისთანავე უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის შედეგები, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებებით.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს მოქმედების შესაბამის ალგორითმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო კონტროლისთვის. ეს უკიდურესად რთული პროცესია", - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ფრონტის ხაზი დღეს 1 300 კმ-ზე მეტია.

„რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ახლა ყველაფერი მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინული მხარე მომზადდეს შესაბამისი გუნდებით, შესაბამისი განვითარებით, მოდალურობით, მათ შორის უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესახებ შეთანხმების ან გეგმის შესახებ სამომავლო ხედვით და, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის პაკეტის პარამეტრებით და მოცულობით“, - განაცხადა სიბიგამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი