უკრაინის გენშტაბი - კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს

კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა…

ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, დმიტრი ლიხოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ პირველად არ ხდება კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მან გაიხსენა, რომ 2024 წლის 25 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, თითქოს კურსკის ოლქში „ორი ათასი უკრაინელი სამხედრო იყო ალყაში მოქცეული“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი