ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს

რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს, ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები.

ამ ხუთშაბათს, პარიზის შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების ორმოცამდე შტაბის უფროსი შეიკრიბა. ხვალ, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიდეოკონფერენციით გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს