„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია მიმდინარეობს

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პარალელურად, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შევიდა, რათა დაანონსებულ ეთერში მიიღონ მონაწილეობა.

სტუდენტებისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უნდა გამართულიყო, თუმცა, რექტორი არ მივიდა. ეთერში კი მხოლოდ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. როგორც გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, დისკუსიაში რექტორის მონაწილეობა დაგეგმილი იყო, თუმცა სტუდენტებისთვის სტატუსის არ შეჩერების შემდეგ, გიორგი შალუტაშვილი ფიქრობს, რომ საკითხი სატელევიზიო დებატებისთვის ამოწურულია და გადაცემის მიმდინარეობისას დისტანციურად ჩაერთვება.  

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება