თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა, ასევე დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მისი თანმხლები პირია. როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს