აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - საჰაერო დარტყმის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი ლიკვიდირებულია

საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„13 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ერაყის პროვინცია ალ ანბარში ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგით მეორე ლიდერი და გლობალური ოპერაციების მეთაური, აბდალა მაკი მუსლი ალ-რიფაი, მეტსახელად „აბუ ხადიჯა“ დაიღუპა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„დღეს ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ. მისი უბედური ცხოვრება, ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს