მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეოთხე ეტაპი ნიქოზიაში დღეს დაიწყება

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეოთხე ეტაპი, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალები მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურნირი თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, საქართველოს სახელით ტურნირზე ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

„გრან პრის მონაწილეები არიან: ნანა ძაგნიძე (საქართველო), ალეკსანდრა გორიაჩკინა (ფიდე), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), მარიამ მუზიჩუკი (უკრაინა), დივია დეშმუხი (ინდოეთი), ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი), ჟუ ვინერი (ჩინეთი), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია), ოლგა ბადელკა (ავსტრია), სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი).

ქალთა შორის გრან პრის სერია ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. გრან პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ექვს ტურნირს, თითოეულში 10 მონაწილით. ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით. სერიის დასასრულს, ორი საუკეთესო მოჭადრაკე 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული კანდიდატთა ტურნირში მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი