კირ სტარმერი - პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ეს ძალიან მარტივია, მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც დღეს დილით ჩვენთან ერთად არის, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინა მშვიდობის მხარეს წარმოადგენს, რადგან ის 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ სწორედ პუტინი ცდილობს დროის გაჭიანურებას“, - აღნიშნა სტარმერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი