მედია - ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი

ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ BMW-ის მარკის ავტომობილის 50 წლის მძღოლი დააკავა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის წინ სერბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება