დავით ნარმანია - სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 15 მარტს, მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის 2025 წლის გეგმებზე.

„სემეკის სტრატეგიაა, რომ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კომისიის საქმიანობას და ეხმარება მომხმარებლებს უფლებების დაცვაში, ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით. უახლოეს პერიოდში, კომისია გეგმავს ახალი ვებგვერდის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვებგვერდი ადაპტირებულია შშმ პირებზე, ახალ ვებგვერდზე უფრო მეტად დაიხვეწება შესაბამისი მექანიზმები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა 1200-მდე მონაწილემ. ამჟამად, ცენტრში გამოცხადებულია რეგისტრაცია ახალ კურსზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება. კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა უფლებების, მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება