წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი - მუნიციპალიტეტში 25 სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარია - საჩინოში ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება

წალენჯიხაში, 25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარია. ცეცხლი უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ბელქანია ავრცელებს.

როგორც ბელქანია წერს, ადგილზე რეგიონებიდან დამხმარე სახანძრო სამაშველო ბრიგადას ელოდებიან.

„ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში! მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას. სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა! ამ ეტაპზე, ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს.

112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია. სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს“, - წერს ბელქანია „ფეისბუქზე“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება